საქართველოს 17- წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ყირგიზეთს 7:1 მოუგო

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთში მიმდინარე “პრეზიდენტის თასის” მეორე ტურშიც დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ალბანეთთან 5:0-ის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ამჯერად ყირგიზეთი 7:1 დაამარცხეს.

საქართველოდან ჰეთ-თრიქით თავი კაპიტანმა ზურაბ დავითაშვილმა გამოიჩინა. დუბლი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო გიორგი გულიაშვილმა და გიორგი ლომთაძემ 1-1 გაიტანეს.

7 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ ყაზახეთს დაუპირისპირდება და და გაირკვევა, რომელი ადგილისთვის ითამაშებს.

ამ ნაკრებმა 2 კვირის წინ უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი მოიგო. სულ ბოლო 6 შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა 26 გოლი გაიტანა – ეს საშუალოდ შეხვედრაში 4,3 გოლია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

საქართველო – ყირგიზეთი 7:1

1:0 დავითაშვილი (7), 2:0, 3:0 კვარაცხელია (14, 29), 4:0, 5:0 დავითაშვილი (44პ, 47), 6:0 გულიაშვილი (54), 7:0 ლომთაძე (63), 7:1 ესინი (69. პ)

საქართველო: ბახტაძე, აბზიანიძე (ბაქრაძე 41), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი (ლომთაძე 52), შალიკაშვილი (ჯინჭარაძე 52), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), გულიაშვილი, კვარაცხელია (ჯანგველაძე 57)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე