ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების მონიტორინგისთვის სპეციალური სისტემები დამონტაჟდება – თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა, სპეციალურ ბრიფინგზე ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებულ მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყდა, რომ ადგილზე შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი მოხდება.

„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები, თუ რა შემდგომი სამუშაოები უნდა განხორციელდეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. მონაცემები კვირის ბოლოსკენ გვექნება. ის შეზღუდვები, რაც მიმდებარე არეალზე მიმდინარეობდა, კვლავ ძალაში რჩება,” – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.