ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია გვექნება, შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს

თუ ჩვენ ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია გვექნება, შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პირველ რიგში, რაც დაწესებულია, კონტროლი მის აღსრულებაზე უნდა გამკაცრდეს.

„ქვეყანაში 500, 300 თუ 400 შემთხვევა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი ზეწოლა არ არის, სექტორს ამის გამოცდილება აქვს და გაუძლებს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. ამიტომ ამის პრევენციის გზა გადის იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რაც ქვეყანას აქვს და ამას ემატება ვაქცინაციის გააქტიურება. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. პანდემიისა და ეპიდემიის დამარცხების გზა გადის მასობრივ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.