პარლამენტთან მთავარი მოთხოვნები გაჟღერდება

მთავარი პროკურატურიდან აქცია რუსთაველზე გადაინაცვლებს – ამის შესახებ განცხადება, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გააკეთა.

აქციის მონაწილეები კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პარლამენტთან მთავარი მოთხოვნები გაჟღერდება. მისივე თქმით, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, იდგება ქუჩაში.