მმართველი გუნდი მომგებიან პოზიციაში, სხვა პარტიები კი, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ცესკოში წარმომადგენელთა წესის ცვლილებას გულისხმობს, მიუღებელია სამოქალაქო სექტორისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შეთხვევაში თუ ცვლილება კანონად იქცევა, მმართველი გუნდი მომგებიან პოზიციაში, სხვა პარტიები კი, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

არასამთავრობოთა წარმომადგენლების შეფასებით, ცვლილებები უნდობლობას გააჩენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართაც, რადგან იზრდება კომისიის შემადგენლობის პოლიტიზირების რისკები.

„საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯისთვის და მისი სანდოობისთვის ეს ცვლილებები არის რისკის შემცველი. იმიტომ, რომ იზრდება პოლიტიზირების რისკები და ამ ცვლილებებით უფრო მყარდება მმართველი პარტიის პოზიციები საარჩევნო ადმინისტრაციებში.

როგორც საიას წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა განაცხადა, “მედიასთან დაკავშირებით დადგენილებას მიიღებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლითაც დაარეგულირებს მედიის მიერ სხდომების გაშუქების წესს, რაც ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო იმიტომ, რომ საარჩევნო კომისიის სხდომა ისედაც ღიაა და ცალკე დამატებითი წესის შემოღება ამ კუთხით საჭიროებას არ წარმოადგენს“.