“ოცნება” ზეიმობს, “ნაციონალები” ხმების დაცვას აპირებენ

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ეგზიტპოლეს აქვეყნებს, რომლის შესაძლო ცდომილებაც რეალურ შედეგთან 1.5% არ აჭარბებს. GFK- კვლევით შედეგები ასე გამოიყურება:

,,ქართული ოცნება“- 39.9%

,,ნაციონალური მოძრაობა“ -32.74 %

,,პატრიოტთა ალიანსი“- 5.76%

ეგზიტპოლს აქვეყნებს ტელეკომპანია „იმედი“

„ქართული ოცნება“-53,8%

„ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 5%

“ოცნების” ოფისთან უკვე ერთმანეთს ულოცავენ გამარჯვებას, “ნაციონალური მოძაობის” ოფისში კი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს დავით ბაქრაძე. მისი თქმით, მთავარია უბნებიდან მოსული შედეგები და იმედი აქვს, რომ ხვალ დილით გამარჯვებულები იქნებიან.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება