ქართველი მხატვარი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, თბილისში პირველ პერსონალურ გამოფენას აწყობს

  მხატვარი, რომელზეც დღეს გიამბობთ, მსოფლიო თანამედროვე მხატვართა ტოპ-100-ში შედის. მას იწვევენ საერთაშორისო გამოფენებში, სულ მალე კი 21-საუკუნის თანამედროვე მხატვრების კატალოგში შევა.

ტარას ბიბილაშვილი ამჯამად საქართველოშია და ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, მითუმეტეს, რომ ნამდვილად მოსალოცი ამბავიც გავიგეთ – ამერიკული, ართ-ჟურნალის ადმინისტრაციამ, ჟურნალის წინა ყდაზე ბიბილაშვილის  ფოტო  2-სხვა მხატვართან ერთად გამოაქვეყნა. ჟურნალი ერთი წლის განმავლობაში ასეთი დიზაინით გამოვა.

მეორე ამბავი კი ის არის, რომ 18 ივნისს, 18:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში იმართება მხატვრის პერსონალური გამოფენა

და ამ საკითხზეც გავესაუბრეთ.

-პირველ რიგში გილოცავთ, ეს ნამდვილად დიდი საქმეა, 1 წლის განმავლობაში ჟურნალის უამრავ ადამიანს გააცნობს თქვენს შემოქმედებას. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 18-ში თქვენი ნამუშევრების გამოფენა იმართება. რატომ დაარქვით  გამოფენას – “ყველა თანასწორია” ?

-გამოფენის სახელწოდების იმპულსი მოდის ჩემი შემოქმედებიდან, როგორც ბევრი სხვა შემოქმედისათვის, აგრეთვე ჩემთვისაც თანადროული, პრობლემური საკითხია.

– რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ “გენდერულ თანასწორობას” და საერთოდ, თანასწორ თანაცხოვრებას, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. ვიქრობ ჩემი შემოქმედება მთლიანად ამ აქტუალურ პრობლემასთან დავაკავშირო. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია.

-თბილისში, თქვენი პირველი გამოფენა ეწყობა.

-დიახ, ჩემი პირველი, პერსონალური გამოფენაა, რომელიც სპონტანურად მოეწყო. სრულიად მოულოდნელად, შემომთავაზა  ჩემმა მეგობრებმა, გამომცემლობა „მინიატურა“-ს დირექტორმა, ქეთი ლაზარაშვილმა და მისმა მეუღლემ ბადრი მელაძემ გამოფენის მოწყობა.  მართალი გითხრათ გამიჭირდა დათანხმება, თუმცა მაინც დამიყოლიეს და სრულიად უსასყიდლოდ, ორგანიზება გაუწიეს ამ შესანიშნავ გამოფენას, რაზედაც უღრმეს მადლობას ვუხდი მათ.

-თბილისში არც თუ ისე კარგად გიცნობენ, ამიტომ მოგვიყევით თქვენს, საერთაშორისო მიღწევებზე.

-ჩემი პირველი საერთაშორისო, პერსონალური გამოფენა მოეწყო ქ, ათენში, საერძნეთში 1997-წელს. ღინისძიება მიძღვნილი იყო საბერძნეთთან 12- კუნძულის შემოერთების 50-წლისთავს. გამოფენის ორგანიზატორი იყო. ქ.ათენის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.ეს მართლაც დიდი ზეიმი იყო. გამოფენის შემდეგ, შემომთავაზეს ქ. ათენში დარჩენა და თანამშრომლობა. სადაც ვითანამშრომლე 2008-წლამდე. ეს წლები ჩემს შემოქმედებაში საეტაპო პერიოდია. მეტ-ნაკლებად გავეცანი დასავლეთის ესთეტიკას და საზოგადოებამაც მიიღო ჩემი ნამუშევრები. დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ ხელოვნების გარშემო. არტ გამომცემლობა, Art illustrated-ში, შეყვანილი ვარ, მსოფლიო, თანამედროვე მხატვართა, ტოპ-100 მხატვრებს შორის. მიწვეული ვარ 21-საუკუნის თანამედროვე მხატვრების კატალოგში მონაწილედ. მიწვევენ, თითქმის ყველა საერთაშორისო გამოფენებში. ნიუ-იორკსა თუ მაიამში, მილანსა თუ ტოკიოში… თითქმის ყველგან, სადაც კი მნიშვნელოვანი ღონისძიება ეწყობა.

-და ყველა მოწვევას იღებთ? ყველგან ახერხებთ გამგზავრებას?

-სამწუხაროდ ყველგან საგამოფენოდ გამგზავრებას ვერ ვახერხებ, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

გამოდის სპონსორი არ გყავთ.

-არა,  ჯერ-ჯერობით სპონსორის პოვნა ვერ შევძელი.

-იმედია, გამოფენის შემდეგ კიდევ მოგვეცემა თქვენთან გასაუბრების საშუალება, ახლა კი მოდით, მიმართეთ საზოგადოებას.

-ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი საშუალებით, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო, მადლობა ჩემი გამოფენის ორგანიზატორს, გამომცემლობა “მინიატურა”-ს. მინდა მივმართო საზოგადოებას – მობრძანდით ვისაც გული შეტკივა ქართულ თანამედროვე სახვით ხელოვნებაზე. 18-ში გამოფენაზე ვიწვევ  სახვითი ხელოვნების  ყველა მოყვარულს. დიდი მადლობა თქვენ და ყველა ჩემს თაყვანისმცემელს.

მაშ ასე, არ დაგავიწყდეთ-თუ თქვენ სახვითი ხელოვნების თაყვანისმცემლები ხართ და გინდათ ნახოთ ის, რაც ჯერ არ გინახავთ, გელოდებით 18-ში, 18:00 საათზე გამოფენაზე “ყველა თანასწორია”.

ახლა კი სულ ოდნავ შევიხედოთ ტარას ბიბილაშვილის სახელოსნოში და მისი რამდენიმე ნამუშევარი ვნახოთ.

დანარჩენი კი 18-ში ერთად დავათვალიეროთ.