„მინდა ჩემი განსაცდელის შესახებ გიამბოთ, რომელიც გამოვიარე…”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 25 აგვისტოს  ეპისკოპოსად კურთხევის 25 წელი შეუსრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით უწმინდესმა მრევლს მიმართა.

-“გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე”

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა:

-„მინდა ჩემი განსაცდელის შესახებ გიამბოთ, რომელიც გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან. ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან. წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად, მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი, ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი, რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი, იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ”