“ჯონ მაკკეინი საქართველოს გამორჩეული მეგობრი იყო..”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

-ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.