რუსული დემოკრატია-ნავალნის არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის შანსი

როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ განაცხადა, ოპოზიციონერ  ალექსეი ნავალნის არ აქვს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირების შანსი.

-„არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის შანსი მას არ აქვს, იმის გამო რომ ნასამართლევია”, – თქვა პანფილოვამ, თუმცა არ გამორიცხა, რომ “შეიძლება მოხდეს რაღაც სასაწაული და ნავალნიმ საკასაციო საჩივარი დაწეროს”.

“საქმე ის არის, რომ მე მირჩევნია არ ვილაპარაკო ალექსეი ანატოლევიჩზე. რადგან ჩემთვის ეს რაღაც პოლიტიკური წმინდა ძროხის მსგავსი რამ არის, რომელსაც ჯობია არ შეეხო… ის როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებულ პრივილეგირებულ პირობებშია”, – განაცხადა ჩინოსანმა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 2016 წელს რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთში მოქმედი კანონით ეს შუძლებელია, რადგან ნავალნი გასამართლებულია “კიროვლესის” საქმეზე. მიუხედავად ამისა, ის კამპანიას მაინც აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, დღისით, მოსკოვში დაგეგმილი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციის წინ, ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მას პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობასა და მასობრივი ღონისძიების ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევაში დასდეს ბრალი და 30 დღით დააპატიმრეს.