ქედი მოვიხაროთ მათი სახელების წინაშე! მადლობა თავდადებისთვის!

 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა, სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნისთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილსა და თავგანწირვაზე ისაუბრა.

„ჩვენ, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ათი წლის წინ გვიჩვენეს, თუ რა არის ქართველი ჯარისკაცისთვის სამშობლოს სიყვარული, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ის ღირსეული გზა, რომელიც ისტორიულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ჩვენი ვალია პირველ რიგში უკვდავყოთ, ქედი მოვიხაროთ მათი სახელების წინაშე. მადლობა ვუთხრათ კიდევ ერთხელ მათ და მათი ოჯახის წარმომადგენლებს, იმ თავგაწირვისა და თავდადებისთვის რაც მათ სამშობლოსთვის გასწიეს. ჩვენ ამ ათი წლის შემდეგ შეგვიძლია სიმაყით ვთქვათ, რომ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ჩვენი  ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.“ – აღნიშნა მინისტმა.