„მაჟორიტარული სისტემის შეცვლა საჭიროა…მომავალი პოლიტიკოსები მაინც დავაზღვიოთ ავადმყოფური მანიისგან!“

მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით თავისი შეხედულება გამოთქვა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ამ სისტემას მხოლოდ სავარძელში ჩაჯდომისას უჭერენ მხარს დეპუტატები. ის ე.წ. ბონუსურ სისტემასაც შეეხო კომანტარისას და განაცხადა, რომ ეს სისტემა თავიდან განწირული იყო.

-„საქართველოში მაჟორიტარულ სისტემას არასოდეს არავინ უჭერდა მხარს, გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სავარძლებისა – საკმარისია ამ სავრძელში ჩაჯდომა და ყველა ამ სისტემის მომხრე ხდება; საკმარისია ამ სავარძლიდან ადგომა ან მასში ვერ ჩაჯდომა და ყველა მისი წინააღმდეგია. მაშ რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ამ სისტემას განსაკუთრებული ხიბლი აქვს ყოველ მოცემულ მომენტში ადმინისტრაციული რესურსით აღჭურვილი ანუ სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდებისთვის, რომელთაც უვითარდებათ ავადმყოფური ლტოლვა ხელისუფლებაში დარჩენისადმი. ამ სისტემის შეცვლა იმიტომაცაა საჭირო, რომ მომავალი პოლიტიკოსები მაინც დავაზღვიოთ ამ დაავადებისგან…

ორი წლის წინ ბევრის, მათ შორის, ჩემი მცდელობითაც გამოიკვეთა სერიოზული და რეალური შანსი იმისა, რომ დღეს ჩვენ უკვე გვქონოდა კონსტიტუციურად გარანტირებული ჯანსაღი პროპორციული სისტემა, ყოველგვარი სპეც-ბონუსების გარეშე. მაშინ ნაციონალური მოძრაობის დე-ფაქტო ლიდერის მორიგ ახირებას შეეწირა ეს შანსი. მაშინდელმა უმცირესობამ პიარ-კამპანიას გადააყოლა 2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან კოალიციურ უმრავლესობას ინიცირებული ჰქონდა შესაბამისი სანსტიტუციო ცვლილებები და გვჭირდებოდა უმცირესობის ხმები.” აცხადებს უსუფაშვილი.