“სულხან მოლაშვილის მწამებელი პარლამენტში კი არა, ახალ ამბებს ციხეში გაეცნობოდა!“

ირმა ინაშვილი

-დღეს პარლამენტის სხდომაზე მორიგი გაშიშვლება მოხდა იმ პარტიების, რომლებიც ქართული მიწის გასხვისებას უჭერენ მხარს. პრინციპში, ეს ერთი პარტიაა-ნაცმოძრაობა, რომელიც თითქოსდა ორ პარტიად გაიყო, მაგრამ ერთია და ამ ორფთიანი ნაცმოძრაობის წევრები გააფთრებით იცავდნენ იდეას, რომ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს, ამიტომ ის უნდა გაიყიდოს.

გიკვირთ? რა თქმა უნდა, არა. ეს ის ხალხია, ვინც ქართული მიწის 22%-ი დათმო, 200- ზე მეტი სოფელი დათმო და ამას უწოდებს “ნამდვილ პატრიოტიზმს”.

ოჰ, “ქართულო ოცნებავ” : რას ერჩოდი ქართველ ხალხს, ეს პოლიტიკური ჯგუფები სათბურში რომ მოათავსე და გადაარჩინე… რა ექსპერიმენტს ატარებდი, ჩვენი ხალხის ღირსებისა და მოთმინების ხარჯზე?!… ახლა მაინც თუ ხვდებით, რომ ეს ექსპერიმენტი ძვირად უჯდება ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

ვაი, რომ არ გინდათ ამისი არც აღიარება და არც რაიმეს გამოსწორება მომავალში, თორემ სულ სხვაგვარად მოიქცეოდით. სულხან მოლაშვილის მწამებელი პარლამენტში არ იჯდებოდა. სხვაგან გაეცნობოდა ახალ ამბებს. ციხეში!