ქართული ენის შესასწავლად საქართველოს ფერეიდნელების ახალი ჯგუფი ეწვია

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორის, ზვიად ტომარაძის ინიციატივით მოქმედებს “ქართული ენის და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის”. კურსი უკვე სამმა ჯგუფმა გაიარა და დღეს ფერეიდნელები მე–4 პროექტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

ახალ ჯგუფში სიახლეცაა, თუ პირველად ძირძველ სამშობლოში მხოლოდ მამაკაცები ჩამოვიდნენ, მერე და მერე მათ რიგებს ქალბატონებიც შეუერთდნენ და დღეს, ქართული ენის შესასწავლად თბილისს 7 წყვილი ეწვია.

უფრო ვრცლად პროექტის ახალ მონაწილეებზე და ინიციატორის ავტორის მიერ ნაამბობ სიახლეებზე მოგვიანებით მოგიყვებით.