ასეთი ფორმით ნარკოპოლიტიკა ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს!

გიორგი თევზაძე –  საქართველოში დაწყებული ნარკოპოლიტიკა დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება და ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოში დაწყებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დაუშვებელია ერთი ხელის მოსმით გატარდეს მოთხოვნილი პოლიტიკა.

-„საქართველოში დაწყებული ნარკოპოლიტიკა ასეთი ფორმით დადებითი შედეგის მომტანი ნამდვილად არ იქნება და ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს, ამასთანავე, როგორც მიდის მსჯელობა, ალბათ დიდი ალბათობით ასევე მარიხუანის დათესვა და მოყვანის ქმედების დასჯადობაზეც ამოდის  ჩანაწერი კანონიდან, ლოგიკურია ჩნდება კითხვა –  ასეთი დაუფიქრებელი მიდგომით ხომ არ მოხდება შემთხვევით წახალისება იმ ადამიანებისა, რომლებიც მოისურვებენ დათესონ და მოიყვანონ მარიხუანა და გაიხადონ ეს შემოსავლის წყაროდ?

ასევე შესაძლებელია მოკლე ხანში პლანტაციებიც კი ვიხილოდ… როგორც სჩანს, დრო მიდის და იცვლება ახალგაზრდობის გარკვეულ, თუნდაც მცირე ნაწილში პრიორიტეტები, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი და ამაყი ვიქნებოდი, რომ ამდენი ახალგაზრდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად გამოსულიყო ქუჩაში, თუნდაც საყდრისის მაგალითზე.

ყოვლად დაუშვებელია ერთი ხელის მოსმით დაუფიქრებლად გატარდეს დაწყებული ნარკოპოლიტიკა ვისაც არ უნდა მოსწონდეს და აწყობდეს… რამეთუ საქართველოს თითოეულმა  მოქალაქემ, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, უნდა გააცნობიეროს , რომ ეს საკითხი უკავშირდება უშუალოდ ჩვენს მომავალ თაობებსა და გენოფონს»-აცხადებს თევზაძე.