აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

აჭარის რეგიონში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო ხულო გარესამყაროსაა მოწყვეტილი. შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზე. როგორც ხულოში, ასევე შუახევსა და ქედაში უამინდობის გამო  ელექტროენერგია გაითიშა  და სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა. გაცდენილი საათები მოსწავლეებს შაბათი დღეების ხარჯზე აუნაზღაურდება.

აჭარაში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს.