როდის არის “თუნდაც ხვალვე” გავრილოვი არ ასახელებს

რუსულ მედიასთან საუბრისას, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ  საქართველოში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ზუსტად როდის გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, გავრილოვი არ ამბობს, მისი ტქმით ეს შეიძლება იყოს  “თუნდაც ხვალვე.”

”მე პირადი გეგმები მაქვს და ძალიან მინდა ჩასვლა. შემოდგომაზე მქონდა დაგეგმილი მომლოცველობა, როდესაც მცირედ აგრილდება. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ,რადგან სხვა ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, არ არსებობს.

გამგზავრებამდე მე აღსარებაზე ვიყავი პატრიარქ კირილესთან და ვეზიარე; რჩევები ვკითხე. მან დამლოცა და მითხრა რომ ჩვენ სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები”, – თქვა გავრილოვმა.

დუმის დეპუტატის განცხადებას გიორგი გახარია ეხმიანება და ამბობს – თუკი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი კვლავ გადაწყვეტს საქართველოში ჩამოსვლას, მას ქვეყანაში არ შემოუშვებენ.