დღევანდელი დღე ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ღირსეული ადამიანების ქვეყანა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება „ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია.

-დღევანდელი დღე ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ამაყი და ღირსეული ადამიანების ქვეყანა, წარმოუდგენელია მისი დარჩენა ამ პოსტზე, ასეთი მანიფესტაციების შემდეგ. მეორე, ის სიტყვა, რომელიც მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს, ეს უნდა შესრულდეს და უკვე ხვალიდან, ჩვენ უდა შევუდგეთ ამ ყველაფერს, რასაც ჰქვია კონსტიტუციური პროცედურების დაწყება,“ – განაცხადა ნაჭყებიამ.