ორშაბათიდან დაკავებული დეკანოზის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციებს გეგმავს

ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრები პატრიარქს ისევ ვერ შეხვდნენ. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ორშაბათიდან საპატრიარქოსთან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აქციის გამართვას აპირებენ.

დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, ისინი იქ იდგებიან მანამ, სანამ უწმინდესი არ მიიღებს.

დეკანოზის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დეკანოზის ოჯახისა და უწმინდესის შეხვედრას ხელს მაღალი სასულიერო იერარქიის პირები უშლიან.