შეხვედრით კმაყოფილი დავრჩი – გიული ალასანია პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია “პირველებთან” პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, უწმინდესთან შეხვედრით კმაყფილი დარჩა.

,,შეხვედრას ესწრებოდა ორი პირი, რომლებიც ზრუნავენ პატრიარქზე. ვალერიან შიუკაშილი შემოვიდა მერე, ბოლოს. შეხვედრა იყო მოკლე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მე ვერ გადავღლიდი პატრიარქს, არ არის ის საუკეთსო ფორმაში, სამწუხაროდ. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი, კმაყოფილი გამოვედი იქიდან, დამშვიდებული, იმიტომ, რომ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დალოცა. საჩუქარიც კი მაქვს მისგან ჩემი შვილისთვის. უფრო მეტად ვლაპარაკობდი მე. ვილაპარაკე იმაზე, რომ რა მნიშვნელოვანი იყო სიცოცხლე. ისტორიულად საქართველოში, სამართალში ჩენ არ გვქონია სიკვდილით დასჯა, ეს ძალიან მაღალი კულტურა იყო. სხვათა შორის, მინდა ლაკა ხოშტარიას მადლობა ვუთხრა თავგანწირისთვის და მინდა ვთხოვო, იქნებ სეწყვიტოს შიმშილობა. იქნებ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას” – თქვა ალასანიამ.