თინა ბოკუჩავა – პუტინის დიდი ხნის ოცნებაა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, ახლა ვხედავთ, ივანიშვილი როგორ უსრულებს რუსეთის პრეზიდენტს ამ ოცნებას

ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის ოცნებაა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. ახლა ვხედავთ, ივანიშვილი როგორ უსრულებს ვლადიმერ პუტინს დიდი ხნის ოცნებას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩვამ ბრიგინგზე განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ლიეტუვის სეიმის წევრის, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელის რაიმუნდას ლოპატას და ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიზანია მიხეილ სააკაშვილის და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადარჩენა.

“ ჩვენ გუშინ შევხვდით რაიმუნდას ლოპატას და ანა ფოტიგას. მათი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას მონახულებაა. მათი მიზანია ორი ადამიანის სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ისინი საქართველოს მეგობრები არიან.

ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი სისასტიკით უფრო და უფრო ემსგავსება ლუკაშენკოს ბელორუსს, პუტინის რუსეთს და უკვე ღიად აქცია ზურგი დასავლეთს. ძალიან ცხადია მათი ანტიდასავლურობა. ვფიქრობ, ახლა დანაშაულია უმოქმედობა, შემგუებლობა და დუმილი! ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ. გადასარჩენია ორი ადამიანის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი. ვლადიმერ პუტინის, რომელსაც ჯო ბაიდენმა ღიად უწოდა მკვლელი, დიდი ხნის ოცნებაა მიხეილ საააკაშვილის სიკვდილი. ახლა ვხედავთ, ივანიშვილი როგორ უსრულებს ვლადიმერ პუტინს დიდი ხნის ოცნებას“,- აღნიშნავს ბოკუჩვა.