თქვენ უნდა ჩაბრძანდეთ აფხაზეთში! არადა გიწევთ, დიახ, გიწევთ ქადაგება ქვეყნისთვის “მეფით” მოტანილი “კეთილდღეობებზე”…

საქართველოს პატრიარქს: თქვენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უნდა შებრძანდეთ აფხაზეთში და შეხვდეთ მრევლს.

მანანა ორბელიანი

უფლებადამცველი

-თქვენო უწმინდესობავ, მე გააფთრებით ვიბრძოდი თქვენი სიცოსხლის შესანარჩუნებლად, როცა თქვენ გაყვანილი ბრძანდებოდით ქვეყნიდა გერმანიაში “სამკურნალოდ”……., ეს ბრძოლა გადამწყვეტი იყო, მან საზოგადოების სხვა შრეები აამოძრავა და თქვენ უფლის ძალით უვნებელი დაუბრუნდით ქვეყანას.

ახლა დადგა ჟამი და თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი დაპირება, როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შებრძანდეთ აფხაზეთში, შეხვდეთ მრევლს. შეხვდეთ რუსეთის პრეზიდენტს და გადაწყვიტოთ აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების საკითხი. რამეთუ ქვეყნის უსისხლოდ გაერთიანების წინაპირობა ზუსტად ესაა. დამერწმუნეთ, თქვენ აფხაზი არ გესვრით და თუ გესვრით, მე გადაგეფარებით.

საქართველო შფოთავს, რამეთუ გრძნობს, რომ თქვენ არ ბრძანდებით უსაფრთხოდ და გიწევთ ქადაგება ქვეყნისთვის “მეფით” მოტანილი “კეთილდღეობებზე” თუ ემიგრანტების სამშობლოში არ დაბრუნებაზე. ერი იძიებს სიმართლეს და სიმართლე მაქ არ დევს. სიმართლე თავად უფლისგან ბოძემული მიწის შენარჩუნებაში, განდევნილი შვილების დაბრუნებასა და ქრისტეს რწმენის უკუნითი და სამყაროს ვიდრე დასასრულამდე შენარჩუნებაშია…..