“ჩამპალ ციხეში ვართ, არაადამიანურ პირობებში ვიმყოფებით!..”

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე ციხეში არსებულ პირობებს აპროტესტებს. ბრალდებული ამბობს, რომ საკანში ტარაკნები არიან, ყოველდღიური ულუფა კი იმდენად მცირეა, რომ ახლობლების დახმარებით იკვებება.

“გარედან ლამაზ, შიგნით ჩამპალ ციხეში ვართ. არაადამიანურ პირობებში ვიმყოფებით. ციხეში რომ გამოვიკვებო, საჭმელს ოჯახი მიგზავნის. ადამიანის უფლებები სრულად დარღვეულია. დაცული არ არის ჰიგიენა”,- აცხადებს ღოღობერიძე.

ღოღობერიძემ პროცესზე მოიტანა ის საკვები, რომელსაც მისი თქმით, ყოველდღიურად ჭამენ პატიმრები. ბრალდებული ამბობს, რომ მისი უფლებები უხეშად ირღვევა.

დღეს ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლოს სხდომაზე სუს-ის თანამშრომლების ყოფნა გააპროტესტა. ჩხვიკრიამ განაცხადა, რომ ისინი პროცესზე ყოფნით მოწმეებზე ზეწოლას მოახდენენ. სუს-მა უწყების თანამშრომლების პროცესზე ყოფნა უარყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მათ ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

წყარო:

imedinews.ge