„მიჩნდება კითხვებიც და გონივრული ეჭვიც კონკრეტულ არასასიკეთო საკითხზე…“

გიგი უგულავას გათავისუფლებას უკვე უამრავი შეფასება და კომენტარი მოჰყვა. ალბათ ყველაზე მეტად საინტერესოა რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“. სოციალურ ქსელში ორგანიზაცია Umbrella-ს დამაარსებელმა ლუკა ფეიქრიშვილმა ერთ-ერთ კომენტარად დაწერა:

-„საინტერესოა რის სანაცვლოდ გამოვიდა გიგი, მე ვიცი, თქვენ?“

ჩვენც სტატუსის ავტორს დავუკავშირდით.

-ლუკა, ახლა შენი სტატუსი ვნახეთ და დაგიკავშირდით, ისე არ დაწერდი-ბევრი რამ იცი თუნდაც შენი საქმიანობიდან გამომდინარე და გვითხარი ის, რაც არ იცის ფართო საზოგადოებამ, როგორ უყურებ უგულავას გათავისუფლებას?

-გიგი უგულავას თავისუფლება მიხარია ადამიანური თვალსაზრისით, ვინაიდან გიგის ოჯახი ჰყავს,რაც შეეხება პოლიტიკურად მისი განთავისუფლების შესახებ ანალიზს,ცოტა არიყოს საეჭვოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჯერ ხდება კონკრეტული ბრალის აღიარება, ხოლო ამას მოსდევს ზემოთ ხსენებული მოვლენა ანუ გიგის თავისუფლება – აი ეს არის საეჭვო ჩემთვის და მიჩნდება გარკვეული სახის კითხვები, ასევე მიჩნდება გონივრული ეჭვიც კონკრეტულ არასასიკეთო საკითხზე, რაზეც ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

-ჩვენ გვახსოვს როგორი დიდი რზონანსი ჰქონდა შენს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების დროს გაკეთებულ განცხადებას. მაშინ თქვი,რომ ტოვებ პარტიას და რცები მიხეილ სააკაშვილის გვერდით, როგორც ვიცით მას 20ში ყრილობაზე ჩამოსვლა უნდა, რას იზამ, დაუდგები გვერდით?

-რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის მხარდაჭერას, ამ კითხვაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი, ვინაიდან ორგანიზაცია Umbrella შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაციას „დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრს“,ამიტომაც სრული ორგანიზაციის სახელით ვერ ვისაუბრებ,ხოლო უშუალოდ მე სიმპატიებით ვარ განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ… ამ ეტაპზე უფრო ვრცელი საუბრისგან თავს შევიკავებ…

– ისე სწრაფად ცვლება მოვლენები, სინათლის სხივიც კი ვერ ეწევა თავისი სიჩქარით, როგორ გგონია, იმდენად არ შეიცვლება ჩამორთმეული კომპიუტერები დაგიბრუნონ?

-ამ კითხვაზე ასეთი პასუხი მაქვს რომც დამიბრუნონ მე მაინც მომიწევს მათი განადგურება,ვინაიდან არ მოვკიდებ ხელს,მე პროკურატურას არ ვენდობი და სახსოვრად დაიდგან სამუშაო მაგიდებთან ჩამორთმეული კომპიუტერები,დისკებიც და მეხსიერების ბარათებიც,მე უკვე მაქვს ახალი კომპიუტერი რომელიც სხვათაშორის ჩემმა უბრალოდ ნაცნობმა და მხარდამჭერმა მიყიდა…რომც დამიბრუნონ, წართმევიდან მეორე მესამე დღეს რო დაებრუნებინათ, ავიღებდი. ამდენი ხნის მერე აღარ ავიღებ. ახლა კი, აქ დავასრულოთ, შობა თენდება და მინდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს მივულოცო.

კომენტარის დატოვება