მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში

მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში – თვითმხილველების განცხადებით, 42 წლის მამაკაცის მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენეს. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

„ჩვენ მის დახმარებას ვერ შევძლებდით, რადგან მამაკაცი საავდმყოფოში გადმოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო“, – აცხადებს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.