მინდა მივმართო ტუღუშისნაირ სოროსის “ძუძუთი გამოზრდილებს” და მოწამლულებს!

ირაკლი შიხიაშვილი საჯარო მიმართვას ავრცელებს:

-მინდა მივმართო, ყველა, “პროდასავლურობას” ამოფარებულ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ჯგუფს, სოროსის “ძუძუთი გამოზრდილებს” და მოწამლულებს!

საქართველოს, ისტორიულად,მოღალატეები არასდროს აკლდა, მაგრამ ამდენი და გაიძვერომაში აესთი გამოწვრთნილები, ალბათ არცერთ ეპოქაში არ ჰყოლია. მინდა ვუთხრა გიორგი ტუღუშის ნაირებს, საერთოდ წარმოდგენილი გააქვთ, რამდენად ძვირი უჯდება მტერს ოკუპაცია?! ( ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დაკარგვა, მიტაცებული ტერიტორიის დაცვა,შენარჩუნება, საერთაშორისო პროგრესული საზოგადოების თვალში იმიჯის შელახვა. ამევე დროს მუდამ რჩება, მისთვის, საფრთხედ, რომ გარკვეული დროის შემდეგ მაინც მუწევს ოკუპირებული ტერიტორიის დათმობა. როგორც დათმო ავღანეთი, აღმოსავლეთ გერმანია და ა. შ. … თან უზარმაზარი დანახარჯები შეიძლება დაეკარგოს), ვიდრე იყიდოს მიწები ანუ ტერიტორიები, ინვესტორის ნიღაბამოფარებულმა, “კანონის” სრული დაცვით, რომლის კერძო საკუთრებასაც დაიცავს, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართალი?!

სწორედ ასეთი მოღალატეებრვი განზრახვებით, ვითომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნებს ამოფარებულებმა მოახდინეთ, საქართველოს, თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტების (წყალი, გაზი, აეროპორტი, პორტები…) გასხვისება. დიდი ნაწილის სწორედ ოკუპანტ რუსეთზე! ეხლაც ხალხის შეცდომაში შეყვანა გინდათ, თითქოს მიწის გაყიდვა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ქვეყნის მომავლითვის?!

თქვენთვის მიწა, მხოლოდ საკუთრების ფორმაა, ჩვენთვის კი– მამული.

რატომ არცერთხელ არ გიფიქრიათ,ხელისუფლებაში თქვენი ყოფნისას, “ტუღუშისტებს”, “ბოკერიისტებს”, “მიშისტებს”, “ჭიაბერაშვილისტებს”, ერთი პროექტი მაინც განგეხორციელებინათ, რომლითაც ქართველი გლეხი მიიღებდა მეტ ცოდნას, შეისწავლიდა და დაეუფლებოდა ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის დარგში, შექმნიდა ფერმერულ გაერთიანებებს, მიიღებდა გრძელვადიან სესხებს, რითაც შექმნიდა ქვეყნისთვის დოვლათს და წელში გაიმართებოდა?! (მხოლოდ “სიღარიბის” პროგრამას, რომ ნერგავდით, ხალხის დასაქმების ნაცვლად)?! გეკითხებით თქვე მახინჯი ტვინის პატრონებო! მარტო, საქართველოს გაყიდვა და დაქუცმაზებაზე და ქართველი ერის გამოფიტვაზე რომ ფიქრობთ!

ქართული მიწა არ გაიყიდება!

დღეს ყველამ დავინახეთ, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს, ეროვნული ხელისუფლება ჰყავს.
მან, მიწების უცხოტომელებიგან მიტაცების საფრთხე გააჩერა!