თელ-ავივის ქუჩებში გეი-აღლუმზე 200 ათასი ადამიანი გამოვიდა

თელ-ავივში 200 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ლგბტ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. აქციის მონაწილეები  სექსუალური უმცირესობების მიმართ აშკარა მხარდაჭერას გამოხატავდნენ. მათი განცხადებით, აღლუმი იყო სიყვარულის დღესასწაული, სადაც ყველას შეუძლია ისეთი იყოს, როგორიც არის.

აღსანიშნავია, რომ თელ-ავივი ბოლო წლებში ერთგვარ ტურისტულ ცენტრად იქცა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის და ასეთი აღლუმი ამ ქალაქში უკვე მეოცედ იმართება. ამით ისრაელი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მაგალითის მიმცემი ხდება. თუმცა ისრაელის სახელმწიფოში დღემდე არ არის ნებადართული ერთსქესიანთა ქორწინება.