“დავიჯერო ოთხი შვილის დედამ უფრო მეტი დააშავა ვიდრე “ნაციონალმა” უგულავამ?“

გიგი უგულავას გათავისუფლებას „,მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება.

“დავიჯერო ოთხი შვილის დედამ თეა სირაძემ უფრო მეტი დააშავა ვიდრე “ნაციონალმა” გიგი უგულავამ? თეას 28 წელი მიუსაჯეს, მოსახდელი დარჩა 22 წელი, გიგის 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, დღეს საქალაქო სასამართლომ უგულავა გაანთავისუფლა…” – აცხადებს ძაგანია.

კომენტარის დატოვება