„გურული ჯოჯოხეთი“ – ადგილობრივები დახმარებას პრემიერს სთხოვენ

ადგილობრივების თქმით, ეს არის გურიის ერთ-ერთი სოფლის, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელის საუკუნის პრობლემა, რომელიც არ, ან ვერ მოგვარდა! ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი არჩევნების წინ უამრავი დაპირებაა, მაგრამ ჩაივლის არჩევნები და ისევ მოტყუებული რჩება ხალხი.

-ცუდია, რომ ადამიანებს მხოლოდ  საარჩევნო მასალად და ხელისუფლების ტრამპლინად განიხილავენ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახსენდებათ ხალხიც და პრობლემებიც“-ამბობენ სოფელში.

მოკლედ, ასეა თუ ისე, სოფელ ღრმაღელეს 27 წელია არ გააჩნია გზა, სასმელი წყალი, არავითარი ინფრასტრუქტურა და ქუჩებში სანაგვის ყუთებიც არ უნახავთ ადგილობრივებს დღემდე, სასმელ წყალს მოსახლეობა კილომეტრებიდან ეზიდება.

   

როგორც გვითხრეს, ამ საკითხების მოსაგვარებლად მოსახლეობა უკვე წლებია მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ… სწორედ ამიტომ მოსახლეობას არა აქვს ადგილობრივი მმართველების იმედი  და ხალხი თხოვნით მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს დახმარებისთვის…

წერილის მიღების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით გურიის გუბერნატორის მოადგილეს სოსო ერქომაიშვილს და მის კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.