“ბიძინას გოგო-ბიჭებს, კონსტიტუციის ბოლო ვერსია, კორიდორში დაუწერიათ და კაციშვილს არ აქვს მგონი ნანახი…”

ლაშა ჩხარტიშვილი

“დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი

-ბიძინას გოგო-ბიჭებს, კონსტიტუციის ბოლო ვერსია, კორიდორში დაუწერიათ და კაციშვილს არ აქვს მგონი ნანახი… ასე რომ, ბიძინოფილებო, „გილოცავთ“ 1 მოსმენით, ბიძოსტანის კონსტიტუციის პრაქტიკულად უკვე მიღებას!

ხო, კიდევ „გილოცავთ“ ცესკოს სულ გამოქოცებას, პრეზიდენტის არჩევითობის პრაქტკიულ გაუქმებას, გამგებლებისთვის საარჩევნო სიების ხელში ჩაგდებას, მაჟორიტარების მახინჯი სისტემის დატოვებას, პირველადგილოსანის პარტიისათვის ყველა მანდატის გადაცემას და უზურპატორული სურვილების დაკანონებას!

და ამ ყველაფრის მერე ხალხის უდიდეს ნაწილს, კვლავ ცარიელ ჭურში, ცარიელი კუჭით, “ტკბილად” სძინავს…