პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას…

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყანამ მიიღო ძალიან ცუდი კონსტიტუცია. მის გასასწორებლად შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუტარი აზრის და შეხედულების გამოთქმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩატარდა უპრეცედენტო საყოველთაო სახალხო განხილვები და შემუშავებული ცვლილებები გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში.

პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, იზრდება საზოგადოების დაცულობის ხარიხსი.

აღნიშნული ცვლილებებით რეგულირდება უმნიშვნელოვანესი საკითხები. 2018 წელს ისევ პირდაპირი გზით იქნება არჩეული პრეზიდენტი. შეთანხმება  ვერ მოხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

ჩვენმა გუნდმა მიიღო ბარიერის 3% დაწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს პარლამენტში უფრო მეტი პარტია იქნება წარმოდგენილი.