ბრალდებები ზესტაფონის მერს…ერთი წლის შემდეგ ახდენილი სიტყვები…(ვიდეო)

ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ნეპოტიზმსა და პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებენ. კახა მახათაძის მერობის კანდიდატად დანიშვნის დღიდან მოყოლებული მის კანდიდატურას აპროტესტებდა დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე. ის იმასაც ამბობდა, რომ მახათაძე 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და „ზონდერის“ ძმა იყო.

გოგლიჩიძე მახათაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაშიც ადანაშაულებდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a4/

სხვათაშორის, ზესტაფონში უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა საკრებულოს თავმჯდომარემ მერის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატს ღიად დაუჭირა მხარი.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%94/

მერე კიდევ იყო ბრალდებები უკვე მერის მიმართ და უარყოფა რაიონის ხელმძღვანელის მხრიდან…

დღეს კი მახათაძის წინააღმდეგ აწ უკვე გათავისუფლებული 19 ადამიანი საუბრობს, თუმცა არა ისე ხმამაღლა, როგორც გიორგი გოგლიჩიძე.

იხ.

http://rustavi2.ge/ka/video/31766?v=2

აქვე უნდა აღინიშნოს ზესტაფონელი იამზე მარაქველიძის საჯარო პოსტიც, რომელიც ამბობს, რომ მისი სამსახურში აღდგენის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა მერიამ. ქალბატონი იმასაც ამბობს, რომ მერიის მხრიდან, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.

-იმის გამო, რომ ზესტაფონის მერიამ 2018 წლის 13 მარტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა, რომელიც ჩემი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე იქნა გამოტანილი, იძულებული გავხდი პროკურატურისათვის მიმემართა. იმედი მაქვს, აღნიშნული ინსტანცია, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მერიის მხრიდან, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული

ზესტაფონის მერი ამჯერადაც უარყოფს ბრალდებებს და ყოველგვარ პოლიტიკურ ნიშანს გამორიცხავს.

და ბოლოს:

გიორგი გოგლიჩიძე 1 წლის წინ სააგენტოს სტუმარი იყო და უკვე მაშინ ამბობდა, რომ რომ მერად არჩევიდან 1 წელში „მახათაძე ბრჭყალებს გამოაჩენდა“. გოგლიჩიძე ვიდეოში მისი ოფისის დარბევასაც იხსენებს სადაც გვარი მახათაძე ფიგურირებს…