„ჩვენი მიზანია აშშ-ში რესპუბლიკურ პარტიას არჩევნებში მაქსიმალურად ამოვუდგეთ მხარში“

-“გვინდა ახალგაზრდებში მეტად მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია, რაც  სერიოზული პრობლემაა ემიგრაციაში”

ნიუ იორკში „რესპუბლიკური პარტიის“ გალა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მასპინძლობდა შტატის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი, ედვარდ კოქსი. საპატიო სტუმრები იყვნენ პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის წევრები.

გალა შეხვედრას როგორც ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ბორდის წევრები ირაკლი შიხიაშვილი  და ნიკოლოზ ჩხეიძე ესწრებოდნენ.

როგორც ირაკლი შიხიაშვილი მცირე კომენტარში ამბობს, შეხვედრაზე ედუარდ კოქსმა წლიური ანგარიში წარადგინა.

-„დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმები, სადაც ჩვენს ალიანსს საკმაოდ აქტიური როლი დაეკისრა წინასაარჩევნო პერიოდში“.

უფრო ვრცლად ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და ასევე იქ მყოფი ქართველების შეხედულებაზე ირაკლი შიხიაშვილს გავესაუბრეთ.

-მოგეხსენებათ, ამერიკაში 8 ნოემბერს, უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები. ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალეანსის მიზანია, კონსოლოდირება გაუკეთოს ქართველ ამერიკის მოქალაქეებს, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის ეგრეთ წოდებული “მძინარე” ხმები, რომელიც ქართული დიასპორის ამერიკელი მოქალაქებია, საჭიროა გააქტიურდეს, “რადარებზე” გამოჩნდეს.

რატომ? იმიტომ, რომ ერთად შეკრული ქართული დიასპორა, რომელიც რამოდენიმე ათასს წარმოადგენს, მართლაც ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რესპუბლიკელების. ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ ქართულ სათვისტომოს, რათა გაძლიერდეს, განვითარდეს. მეტად, შეძლონ ქართველებმა თვითდამკვიდრება, თვითრეალიზაცია ამერიკულ საზოგადოებაში, როგორც პოლიტიკური ისე სოციალური კუთხით. მეტი საშუალება გააჩნდეთ შენიარჩუნონ ეროვნული კულტურა, ტრადიციები, ენა, თვითმყოფადობა. მეტად შეძლონ უკეთესი განათლების მიღება და სოციალური განვითარება. ჩვენ ვგეგმავთ, ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერით, გავაკეთოთ ქართული რადიო და ინტერნეტ ტელევიზია. ასევე საკონსულტაციო ცენტრი. რათა მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ ქართველებს ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღების ქართულ ენაზე. ასევე ბავშვებში, ახალგაზრდებში მეტად მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია. დამერწმუნეთ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ემიგრაციაში მყოფი ქართული ოჯახებისთვის.

მოკლედ ჩვენი მიზანია რესპუბლიკურ პარტიას,არჩევნებში მაქსიმალურად ამოვუდგეთ მხარში, ქართველების და საქართველოს მეტ მეგობარს გვერდში დავუდგეთ გამარჯვებისთვის, რათა სამომავლოდ, სამართლიანად და ღირსეულად მეტი მხარდაჭერა მივიღოთ მათგანაც ქართული დასპორის გასაძლიერებლად“-გვითხრა ირაკლი შიხიაშვილმა.