გამზარდიას წინასაახალწლო რჩევები პრემიერს, თუ სურს 2017 წლის ბოლოსაც პრემიერის რანგში შეხვდეს…

არჩილ გამზარდია

წინასაახალწლო რჩევები

წინასაახალწლო რჩევები პრემიერს თუ სურს 2017 წლის ბოლოსაც პრემიერის რანგში შეხვდეს – მაქსიმალურად იმუშაოს საკადრო და ადამიანური რესურსების საკითხებზე. კვირიკაშვილის შეუპოვრობამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სიახლე არ შეეტანა, ფაქტია რომ ვერ გაამართლა:

აუცილებლად და სასწრაფოდ არის მინისტრთა კაბინეტიც გადასახალისებელი;

ასევე უწყებათა ხელმძღვანელების მოადგილეების კუთხით (მიბაძონ სხვა მინისტრებმაც მღებრიშვილს მოადგილეებთან მიმართებაში);

ძალიან ბევრ რეგიონში აუცილებლად გადასახალისებელია ადგილობრივი აღმასრულებლები – ვფიქრობ, მმართველ პარტიას არაერთგზის აქვს ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, ამოიტომ თუ პრემიერამდე გზაში არ იბლოკება ინფორმაცია, მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილებებია დროულადვე მისაღები.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლობას, სამწუხაროდ, პრემიერი ვეღარ შეცვლის, მაგრამ როგორც პარტიის ლიდერმა მაქსიმალურად უნდა მოიწადინოს, რომ საჯარო კომუნიკაციებში ისეთმა პირებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც მმართველი ძალიას ნეგატიურ პოზიციონირებასა და მარგინალიზებას არ შეუწყობს ხელს.

აუცილებლად მიაქციოს ყურადღება პრემიერმა შიდა პარტიულ პროცესებს, რაც წესით უნდა იცოდეს, რომ მის გარდა მინიმუმ ორი სუბიექტის გარშემო ტრიალებს და ჯგუფდება ადამიანები, რისი მიზანიც, პირველ რიგში თავად კვირიკაშვილის ჯერ ნეგატიური სახით პრეზენტირებაა ამომრჩევლისთვის, შემდეგ კი ჩამოცილება.

კიდევ ერთი რჩევა პრემიერს თავისივე რიტორიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესია, მკვეთრად და ნეგატიურად არის შეცვლილი მისი თვითგამოხატვა საზოგადოებაში, არჩევნებამდე გიორგი კვირიკაშვილი იყო ალბათ ყველაზე ადეკვატური და მგრძნობელი სუბიექტი, გამორჩეული ემოციონალური ინტელექტითა და ზუსტი შეტყობინებათა სისტემით, დღეს ეს ყველაფერი პირიქითაა, მე არ ვიცი, პიარის მიმართულებით ვინმე აძლევს თუ არა რჩევებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკას ვეღარ უძლებს პრემიერის გამოსვლები ბოლო პერიოდში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემა უნდა იყოს მისთვის.

დანარჩენი უკვე დარგობრივი თემებია – რაზეც ჩემი ყურადღების გამახვილება საჭირო არაა.

2017 წელი, როგორც ქვეყანას, ასევე პრემიერს ძალიან რთული ელის, თუ არ იქნება განსაკუთრებული სიფხიზლითა და სიფრთხილით, ქვეყნისთვისაც და მისთვისაც საკმაოდ ნეგატიურად დასრულდება.

კომენტარის დატოვება