„მალე ეს პატარები თბილ ოთახებში დაიძინებენ და უკვე წარმომიდგენია როგორი ღიმილი იქნება მათ სახეზე“

როგორც უკვე საზოგადოებამ იცის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობს 6 შვილიანი ოჯახი, რომელსაც ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ უხდება დღეების გატარება, რადგან სახლი, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ სახლი, სავალალო მდგომარეობაშია.

საზოგადოებამ უკვე ისიც იცის, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად ჩაერთო ამ ოჯახის პრობლემის მოგვარებაში. (იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%9d/

საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე პირადად მივიდა ოჯახში და ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნო სიფრაშვილების პრობლემებს.

-„არ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც გულგრილად შეხედავს ამ ოჯახის ყოფას. ამ ბავშვების თვალები ორჯერ მეტს გეუბნებიან და ის სევდა, რომელიც მათ გამოხედვაშია, ის სიცივე, რომელსაც გრძნობ აქ მყოფი, უფრო მეტს გავალებს. ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ უნდა ტიროდნენ, მათ არ უნდა ეშინოდეთ ხვალინდელი დღის გათენების, ჩვენი მიზანია ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს და ქვეყანას მათი ხალისიანი კისკისი ედებოდეს. როცა ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემაა, ჩვენი ვალია მრავალშვილიან ოჯახებს დახმარების ხელი გავუწოდოთ და სხვებს სტიმული მივცეთ, რომ ერი გამრავლდეს. ნამდვილად შეძრული ვარ და მიხარია, რომ სულ მალე ამ ადამიანებს ოცნება აუსრულდებათ, სულ მალე ეს პატარები თბილ ოთახებში დაიძინებენ და უკვე წარმომიდგენია როგორი ღიმილი იქნება მათ სახეზე“-განაცხადა გოდერძი ბარბაქაძემ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საკითხი ბიუროზე უკვე განიხილეს დდღეს, 17:00 საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვიეს, რომელზეც დაამტკიცებენ თანხის საკითხს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ოჯახს საახალწლო საჩუქრად საკუთარ ბინას გადასცემეს.

…უკვე ახალ წელს სიფრაშვილები საკუთარ სახლში შეხვდებიან.

კომენტარის დატოვება