პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას 3 თვის შემდეგ მიუბრუნდება

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტმა ბოიკოტის ფონზე 115 ხმით პირველი  და მეორე მოსმენებით უკვე მიიღო.

კონსტიტუციის გადასინჯვის წესის მიხედვით, პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას 3 თვის შემდეგ მიუბრუნდება – ახალ კონსტიტუციას საბოლოოდ, მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნის.