როგორ “კლავენ” რეჟისორს! – „მკვდარი ვარ!.. მომკლეს!..

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

სტუმარი –  რეჟისორ დინო გეთიაშვილი

მე – დინო გეთიაშვილი – უბრალოდ დინო
პროფესია – კინორეჟისორი
ფილმი – ‘’პირველი დღე განთიადის გარეშე’’

რუსთაველის კინოთეატრში მოეწყო ჩემი ფილმის,”პირველი დღე განთიადის გარეშე” ჩვენება…
იცი რა ბედნიერი ვიყავი,როგორც ქართველი,როგორც შემოქმედი
ეს იცი რამხელა ძალაა ხელოვანი ადამიანისათვის.აი ძალა რომელიც ახალ სისხლს ჰგავს,ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს ჰგავს და მზად ხარ სულიდან ამოიღო სათქმელი,კადრებად გააცოცხლო და აჩუქო ,მათ
ვის,ვის და ქართველებს,შენებს,შენიანებს.

შენ გააცოცხლე და დიდ ეკრანზეც გაიტანე შენი სათქმელი და რა ხდება ეხლა?

დღეიდან ჩემი ფილმი მოხსნილია დიდი ეკრანებიდან…
მოხსნილია იმის გამო, რომ დიდი დაინტერესება არ მოყვა ფილმს.მე მესმის კინო რუსთაველის ადმინისტრაციის და ჩემი გულწრფელი მადლობა მათ რომ სცადეს,გარისკეს და დაეხმარნენ ქართულ საქმეს,ქართველ ახალგაზრდა კინო-რეჟისორს,შანსი ხომ მისცეს არა ჩემს ფილს,ეს კი დიდი დახმარებაა.

მაგრამ არის ერთი მტკინვეული მაგრამ…


მაქვს კითხვები საკუთარ თავთან,საკუთარ ქვეყანასთან,საკუთარ ხალხთან: ქართველებო აკვირდებით რომ ყველას დახმარება შეგვიძლია ერთმანეთის გარდა?!
აკვირდებით რომ სიამოვნებით იხდით ფულს უშინაარსო ფილმებში და გვეუცხოება ქართულში ფულის გადახდა?!
მჩნევთ რომ საქართველოში ყველაფერი ყველასია ქართველის გარდა?!

გვართმევენ ადგილს ხელოვნებაში,გვართმევენ ადგილს საკუთარ ქუჩებში,საკუთარ სახლებში და მალე სულში ხელის ფათურით გვიბრძანებენ -არ გინდა ქართული! ვის უნდა ქართული!

-განაწყენებული ხარ დინო? – თვალები ცრემლებით ევსება, ჩვეული მანერით სახეზე იფარებს ხელს და მპასუხობს:

– არა,მკვდარი ვარ! – მათ, მოკლეს დინო!

ვუყურებ ამ ახალგაზრდა კინო რეჟისორს და ჩემი თავის მცხვენია, მე ვიცი რამდენი ღამე გაუთენებია მას სამუშაო პროცესში ხშირად მშიერს, ვიცი რომ ხშირად ყოფილა არჩევანის ზღვარზე -საკვები შვილებისთვის თუ ხელოვნება! ხშირად გადაუადგილებია სამუშაო აპარატურა ოთახის კუთხიდან ოთახის მეორე კუთხეში ძლიერი წვიმის დროს სახურავიდან ჩამონაჟონ წვიმას რომ არ დაესველებინა…

მე ვიცი და ბევრ რამეს ვხედავ
მე ვიცნობ, ეს დინოა! მას გაუმართლა და მესაუბრება, მე კი ამ ყველაფერს თქვენამდე მოვიტან!ამოჭრის შელამაზებისა და გამართვის გარეშე მოვიტან და ერთად დავფიქრდეთ, ქართველებო!
ფართოდ გახელილი თვალებით ხომ არ გვძინავს?!
ერთად დავფიქრდეთ ხომ არ გვძინავს!
მგონი ვიგვიანებთ…