„არა ნეპოტიზმს!“ – აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების წარმომადგენლები აქციას „არა ნეპოტიზმს!“ მართავენ.

-უკანონოდ ათავისუფლებენ მოქალაქეებს სამსახურებიდან, მოგებულ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ და მინისტრები თავიანთი ფანტაზიისამებრ ცვლიან!

ყველა ერთად გამოვიდეთ და დავიწყოთ ნეპოტიზმის და კორუფციის დამარცხება, ყველამ ერთად უარი ვუთხრათ კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეებსა და მათით დაკომპლექტებულ კომისიებს!
საჯარო სამსახურებში დასაქმდნენ მართლაც ღირსეულნი და არა ნათესაური, კლანური პროტექციით და კორუფციული გარიგებებით“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.