საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

საპატრიარქოსთან 13 იანვარს საპროტესტო აქცია გაიმართება.

-მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ახლა კი ჯერი სხვა ეკლესიებზეა (მათ შორის ჩვენზეც), რამდენად გავბედავთ, არ შეგვეშინდება, არ გავიყიდებით და ვცნობთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის, ესაა უნიკალური შანსი, რომ მოვიშოროთ რუსულ ორბიტაზე მყოფობის სამარცხვინო “იარლიყი”. უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა შეუქცევადი პროცესია, ადრე თუ გვიან ყველა ეკლესიას მაინც მოუწევს მისი ცნობა, უბრალოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირებას ლუსტრაციის მნიშვნელობაც ახლავს თან.

ფაქტია, საქართველოს საპატრიარქო, როგორც ადრე, ახლაც ყველაფერს აკეთებს, რომ დრო გაწელოს და მოსკოვის პოზიციას არ დაუპირისპირდეს ამ ფონზე, ორმაგად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარი მრევლის პოზიცია და მივუტანოთ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის რამდენიმეენოვანი ტომოსი, რომ “გავუადვილოთ ” გადაწყვეტილების მიღება”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია საპატრიარქოსთან 13 იანვარს 16:00 საათზე გაიმართება.