„გაერთიანებული საზოგადოება“ წინასაარჩევნო კვლევებს იწყებს

ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „გაერთიანებული საზოგადოება“ განცხადებას ავრცელებს :

-“ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პარტიების მიერ დადებულ წინასაარჩევნო კვლევებს, რომლებიც ერთი შეხედვით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დაკვეთილ კვლევებს ჰგავს.

გადავწყვიტეთ , როგორც ნეიტრალურმა და მიუკერძოებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩავატაროთ ჩვენი წინასაარჩევნო კვლევები და საზოგადოებას ვაჩვენოთ რეალური შედეგი.

22 ივლისიდან ახალგაზრდების ჯგუფი ვიწყებთ მუშაობას თბილისის მასშტაბით, სადაც გამოიკითხება მოსახლეობის ნაწილი, ხოლო შედეგებს და რეალურ პროცენტულ მაჩვენებლებს კვლევების დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ“.

კომენტარის დატოვება