გიორგი თევზაძემ ბერლინში ოფიციალური ვიზიტის შედეგებს მაღალი შეფასება მისცა

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ოფიციალური ვიზიტის შედეგებს მაღალი შეფასება მისცა.

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოცაიციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირაკლი ყანდიაშვილი, მამუკა ნოზაძე, დათუნა მოდებაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიაში ქალაქ ბერლინში.

დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან, ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ოფიციალური ვიზიტის შედეგების შეფასება ვთხოვეთ უფლებადამცველს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეს გიორგი თევზაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ვიზიტი მაღალ დონეზე დასრულდა და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია.

-ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა,ქალაქ ბერლინში, გერმანიის ადვოკატთა პალატის დირექტორთან, ბერლინის პროფესიული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ერთმანეთს გავუზიარეთ ურთიერთგამოცდილება, მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრო ადვოკატთა პროფესიულ დამოუკიდებლობის განვითარებას. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ორმხრივი შემდგომი თანამშრომლობის გეგმები”-გვითხრა გიორგი თევზაძემ.