„რუსეთი გვევაჭრება და ოკუპირებულ ტერიტორიებს მაღალ ფასს ადებს…“

ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, თბილისში მოსკოვის პოლიტიკური გზავნილებით ჩამოვიდა. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს მიხეილ შვიდკოი წყნეთში შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის გეგმებს აცნობდა. შეხვედრაზე პუტინი და მისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში რამდენიმეჯერ ახსენა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მოსკოვი 2008 წელს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ გეგმავს.

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90/

ჩვენ “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელს, ოთარ ფანცულაიას დავუკავშირდით.

-2008 წელს  ჩამოსულმა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გადახედვას არ დაექვემდებარება. დღეს ეს ადამიანი თბილისშია და შეხვედრებს მართავს.

-რუსი მაღალჩინოსნის ტიპიური განცხადებებია. რუსეთი მსგავსი განცხადებებით ცდილობს თბილისი აიძულოს დათმობებზე წავიდეს. პუტინის სპეციალური წარმომადგენელი შემთხვევით არ ახსენებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. სინამდვილეში ის ვაჭრობს და ამ ტერიტორიებს მაღალ ფასს ადებს. რა სიდიდის საფასურზეა საუბარი, ეს მხოლოდ მარჩიელობის საგანია, ერთი რამ კი ზუსტად ვიცი – რუსეთს დიდი მადა აქვს!

-ხაპავს კიდეც…

-ჯერ-ჯერობით ვერაფერს. აფხაზების გული ვერ მოიგო, თბილისის ნდობა ვერ მოიპოვა, საქართველოში ანტირუსული განწყობებია. რუსეთი ჯერჯერობით მშრალზეა და აფხაზეთიც დამატებით ხარჯად აწევს კისერზე. ახლა ამ ხარჯის მოშორებას ცდილობს, ოღონდ ისე, რომ საქართველოში მისი გავლენა უალტერნატივო იყოს.