“მანქანაში შემომივარდა, მცემდა და მაგინებდა…”-ქუთაისში ჟურნალისტს თავს დაესხნენ!

გუშინ, გვიან ღამით, ქუთაისში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე სცემეს. „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„პარლამენტის შენობასთან უცნობი მამაკაცმა მანქანის გვერდითი მინა ჩამილეწა. მანქანაში შემომივარდა. მცემდა და მაგინებდა. მუცელში მირტყამდა, მანქანასაც ურტამდა, მაყენებდა სიტყვირ შეურაცხყოფას”,-განაცხადა დაზარალებულმა, „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.