ქუთაისის ცენტრში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს

 

დავით ცხვარაძე

ამ წუთებში ქუთაისში,  ქალაქის ცენტრში საპატრულო პოლიცის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ბრიგადაა მობილიზებული. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე  გამვლელებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს  და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.  მამაკაცი ნაცემია.  ადგილზე მყოფი მოვაჭრები კი ამტკიცებენ, რომ ქუჩაში ნანახი პიროვნება ასეთ მდგომარეობაში ხშირად  უნახავთ, რადგან იგი  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. მამაკაცის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.