“დამეტაკა უმოწყალოდ, მტაცა ხელი და წამაპროწიალა… ” – ქუთაისში ცენტრალური ბაზრის დაცვის თანამშრომელმა გარემოვაჭრე სცემა

 დავით ცხვარაძე
 ქუთაისში ცენტრალური ბაზრის დაცვის თანამშრომელმა გარემოვაჭრე სცემა. დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და ცენტრალური ბაზრის დაცვის სამსახურს შორის ამ წუთებშიც გრძელდება.  გარემოვაჭრეებს ქალაქის ცენტრალური ე.წ “მწვანე ბაზარის ” დაცვა უპირისპირდება. მათ მოვაჭრებს სარეალიზაციო საქონელი და მათთვის საჭირო ნივთები წაართვეს.   ქუთაისის ცენტრალურ ბაზარს ოლეგ არღვლიანი ხელმძღვანელობს, რომლის დაცვა, როგორც ირკვევა, მისივე ბრძანებით გარედმოვაჭრეებს უხეშად ექცევა. როგორც დაზარალებული აცხადებს,   საქმე ეხება მის ბიზნესსა და გარედმოვაჭრეებს შორის არსებულ კონკურენციას.  მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ის ცენტრალური ბაზარია, სადაც ფრინველის ხორცი ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, არა საყინულე მაცივარში, არამედ მის თავზეა განლაგებული და მოვაჭრეები მას ასე უწევენ რეალიზაციას. ეს ფაქტი ცნობილია არღვლიანისთვისაც, თუმცა ეს ფაქტი მის ბიზნესს არ აზარალებს, და ზომებსაც არ იღებს. სამაგიეროდ მისი დაცვის ქვეშ მყოფები  ქალბატონებს უმოწყალოდ ექცევიან.  „საშინელ დღეში გვაგდებენ,  გვართმევენ გასაყიდ პროდუქტს.  შიგნით ვერ შევალთ სავაჭროდ, სადაც ისინი გვთავაზობენ, რადგან  ჩეკის ფულია გადასახადი და მე თუ სამი კილო ტყემალი გავყიდე, იქედან აღებული  5 ლარიც თუ არღვლიანს გადავუხადე, სახლში რა წავიღო?” – აცხადებს გარემოვაჭრე.
ფოტოებში აღბეჭდილია ბაზრის თანამშრომელი, რომელიც მოვაჭრეს უმოწყალოდ ექცევა და ფიზიკურად უსწორდება.