ბრაზილიაში ტერორისტები ტერაქტებს ოლიმპიადის წინ გეგმავდნენ

ბრაზილიის იუსტიციის მინისტრი ალეშანდრი დი მორაესი ადასტურებს 10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის დაკავებას, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადის წინ ტერაქტებს გეგმავდნენ.

მისი თქმით ბოროტმოქმედების დაკავების სპეცოპერაცია 10 რაიონში ჩატარდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა სასწრაფო სხდომა მოიწვია.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ დაკავებულებს სურდათ პარტიზანული ტაქტიკის გამოყენება. ამოღებულია იარაღი.

ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშების დაწყება 5 აგვისტოსაა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება