თამარა ცომაია- ქართველი გოგო, რომელმაც ნიუ-იორკი აალაპარაკა!..

თამთა მეგრელიშვილი

თამარა ცომაია- ქართველი გოგო, რომელმაც ნიუ-იორკი აალაპარაკა!

ქართველი გოგო, რომელიც შოკში აგდებს მანჰეტენზე,მეხუთე ავენიუზე გამვლელთ მათ შორის “სელებრითებს” რომლებიც სიამოვნებით ყიდულობენ მის აქსესუარებს.

ტრაგედიის მერე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, თავს უთხრა:
– თამუნა შენ უნდა იბრძოლო!
– უნდა შეძლო!

სამიზნედ ამერიკის შეერთებული შტატები კერძოდ, ნიუ-იორკი აირჩია.

– გამოწვევა იყო!
არა,უფრო საშიში თავგადასავალი რომელიც ოთხი წლის წინ დაიწყო!
– ჩავალაგე ჩემოდანი და მცირე დანაზოგით ჯიბეში,დიდი მიზნისკენ გავფრინდი…
რთული იყო! ძალიან რთული იყო ცარიელი ხელებით ამხელა ქვეყანაში,სადაც სულ სხვა ტემპია და ცხოვრება ყოველდღიურად გაყენებს არაერთი გამოწვევის წინაშე,სადაც თუ გინდა გადარჩე საკუთარი თავის უნდა დაიჯერო და გააგძელო,გაყვე და არ დანებდე!
ბრძოლად ღირდა…

-როგორ ფიქრობ, ბრძოლა მოიგე?

დღევანდელი გადასახედიდან თუ შევაფასებთ ამხელა მასშტაბების ნიუ იორკში მყავს ადამიანები რომლებიც ჩემს ნიჭსა და ხედვას აფასებენ,მაქვს სათვალეების ორი ხაზი: საქორწილო და ყოველდღიური, ვმუშაობ სხვა სახის აქსესუარებზეც (ქუდები,ყელსაბამები,საყურეები) რომლებიც მაიამიზე წარმატებით იყიდება.
(აქსესუარების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ online – https://tamarany.com -ზე.

საქორწილო სათვალეების ხაზი ალბათ მაინც მთავარი და გამორჩეული სიტყვაა ჩემს მიღწევებში რადგან დღეს მანჰეტენზე არსებული საქორწილო კაბების მაღაზიის მომხმარებლებისათვის ის საქორწილო კაბებთან ერთად მათი ბედნიერი დღის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მგონი სწორი ნაბიჯებით მივდივარ და ამ ბრძოლას ამერიკაში ქართულად მოვიგებ!

-ანუ ამერიკული ზღაპარი გრძელდება?

კი,გრძელდება და მეტიც ამერიკაში ოცნებები ხდება!თუ გჯერა და თავს არ ზოგავ ოცნებები ხდება!ჩემი ოცნებაც დიდი შრომის ფასად გადამექცა ამერიკაში ახდენილ თავგადასავლად.

-შენი მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე…

მე,ზუსტად ვიცი რა მინდა და ისიც ვიცი რა უნდა გავაკეთო მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ შემართებით მოვედი დღემდე.
ეხლა მეორე ეტაპი იწყება,ვაპირებ ნიუ იორკის FIT- Fashion Institute of Technology-ში დიზაინის უნივერსიტეტში სწავლას რადგან ჩემს შინაგან ნიჭსა და ხედვას თეორიული უნარ ჩვევებიც მინდა შევძინო.
ვიცი დიდი შრომა და ბრძოლა მომიწევს მაგრამ მე ამ გამოწვევისთვისაც მზად ვარ.
სხვა რა გითხრათ?!
ვარ ბედნიერი დედა!


ვარ გოგო, თან, ქართველი გოგო რომელმაც ოცნებების გაცოცხლება და ახდენა შეძლო და უკვე ახდენილს არ დასჯერდება.

წარმატებებს ვუსურვებთ თამარას…