“ფრინველი დაგლიჯეს, ასე დამშეული ძაღლები ადამიანს რომ ეცნენ, ვინ ხართ პასუხისმგებელი?!.”(ვიდეო)

დავით ცხვარაძე

ქუთაისის მერიამ უმეთვალყურეო მაწანწალა ძაღლები მოსახლეობას მიუსია. მას ორგანიზაცია “სპეციაულრი სერვისები” კურირებს- იჭერს, უკეთებს ვაქცინაციას, კასტრაციას, და სტერლიზაციას, თუმცა შემდეგ ისევ ქალაქის ქუჩებსა თუ მის გარე უბნებში ისევ უპატრონოდ და უმეთვალყურეოთ უშვებს, თავშესაფარში მხოლოდ კარგი ჯიშის ცხოველს იტოვებენ აჯიშებენ ამრავლებენ და ასაღებენ, მეტიც ორგანიზაიცას ცხოველთა უფლებების დამცველმა თემურ ლაჭყეპიანი ლეკვების ვაჭრობაში სდებდა ბრალს.

დღეს კი მურღულიას მიერ მოსახლეობას შესეული ძაღლები თაბუკაშვილის 18 ნომერ კორპუსის ეზოში შეცვივდნენ და იქვე ადგილობრივის რამდენიმე ფრინველი დაგლიჯეს.ეზოში იმყოფებოდა მცირეწლოვანიც რომელიც გამვლელმა გადაარჩინა.

ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენმა კოლეგამ მოგვაწოდა, თეა ჯანგავაძემ ვიდეო შესაბამის ტექსტთან ერთად გაავრცელა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

” ქუთაისში, რ.თაბუკაშილის ქუჩაზე N18 ბინის მიმდებარედ დილის 6:30 საათზე ორმა ძაღლმა შინაური ფრინველი იმსხვერპლა.

ფრინველის პატრონი უცნობია. დაფლეთილი შინაური ფრინველი მიმდებარე ტერიტორიაზეა მიტოვებული.იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამსახური მიაქცევს ყურადღებას, რადგან აღნიშნული ძაღლები საფრთხეს წარმოადგენენ მოსახლეობისთვის.რამდენი ხართ ცხოველთა უფლებების დამცველები, უნდა დაგთვალოთ!…

დილის 7:30 საათზე ეცნენ ცოცხალ ფრინველს ეს მშიერი ძაღლები და დაჯიჯგნეს…ვინ იცავს ამ ფრინველს, შიშისგან რომ ვეღარ დავიძნე და დილით ასე დამშეული ადამიანს რომ ეცნენ ვინ ხართ პასუხისმგებელი” წერს ჯანგავაძე.

ვიდეო იხ,

https://www.facebook.com/groups/2054679318089901/permalink/2337800929777737/