„სერგეი შამბა-უბეში გაზრდილი გველი!“

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “პრემიერ-მინისტრმა” და ახლანდელი ოპოზიციის ლიდერმა   სერგეი შამბამ მთავარი ოპოზიციური პარტიის – “ამცახარას” ხამაურიანი  ყრილობის შემდეგ აფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხად, რომ “აფხაზური სახელმწიფო” დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აფხაზეთში ახალგაზრდების ეთნორადიკალებად და კრიმინალებად ჩამოყალიბებაა“. მისივე თქმით, აფხაზ ახალგაზრდებში ეთნორადიკალიზმის აღორძინება  ქვეყნის  “მტერი ქართველების” ამაზრზენი თვისების კოპირებაა”.

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი, დევნილი ოთარ ფანცულაია ამბობს, რომ შამბა იყო და დღემდე რჩება ერთერთ ქართველთმოძულე რადიკალ სეპარატისტად.

-„სერგეი შამბა იყო და დღემდე რჩება ერთერთ ქართველთმოძულე რადიკალ სეპარატისტად. მან და მისთანებმა აფხაზი ერი დაღუპვის პირამდე მიიყვანეს.
შესაძლოა არ იცოდეთ – სერგეი შემბამ 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (უბეში გაზრდილი გველი)“.

ფანცულაია აქვე დასძენს, რომ „თბილისს აფხაზეთის მიმართულებით სტრატეგიული გეგმა აუცილებლად უნდა გააჩნდეს და სამწუხარო ისაა, რომ აფხაზეთში არსებულ ვითარებას თბილისი ვერანაირად ვერ იყენებს“.