უამინდობამ ფოთში პრობლემები შექმნა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. დატბორილია ცენტრალური ქუჩები, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა მკვეთრად შეფერხებულია.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი წვიმის გაგრძელების შემთხვევაში, წყალი მათი სახლების ეზოებშიც შეაღწევს. მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს.

ფოთის მუნიციპალიტეტის განმარტებით, შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, ქუჩების დატბორვა კი უხვმა ნალექმა გამოიწვია